პარიზი 2024 | ოლიმპიადის მეორე წრეში რაფაელ ნადალი ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება #1TVSPORT
პარიზი 2024 | ოლიმპიადის მეორე წრეში რაფაელ ნადალი ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება #1TVSPORT

პარიზის ოლიმპიადაზე საჩოგბურთო ტურნირის ერთეულთა თანრიგის პირველი წრის მატჩები მიმდინარეობს. როლან გაროსის კორტებზე თავისი შეხვედრა მოიგო რაფაელ ნადალმა.

ესპანელმა ჩოგბურთელმა უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩი სამ სეტში, 6:1, 4:6, 6:1 დაამარცხა და მეორე წრის საგზური მოიპოვა, სადაც სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება.

ნადალსა და ჯოკოვიჩს ერთმანეთის წინააღმდეგ აქამდე 59-ჯერ უთამაშიათ, მინიმალური უპირატესობით წინ სერბი ჩოგბურთელია – 30:29.

ჩოგბურთის ლეგენდებს შორის მეორე წრის მატჩი პარიზის ოლიმპიადაზე 29 ივლისს გაიმართება.