პარიზი 2024 | მოფარიკავე სანდრო ბაზაძე დღეს ოქროს მედლისთვის იბრძოლებს #1TVSPORT
პარიზის 2024 სანდრო ბაზაძისთვის მესამე ოლიმპიადაა. 30 წლის ხმლით მოფარიკავე ქართველი ოქროს მედლის მოპოვების რეალური კანდიდატია.
მოფარიკავეთა შეჯიბრი „გრან პალეში“ გაიმართება. ტურნირი საკვალიფიკაციო და 1/16-ფინალური შეხვედრებით 12:30 საათიდან დაიწყება. სანდრო კი ცოტა მოგვიანებით, 1/8-ფინალიდან ჩაერთვება ასპარეზობაში. ბაზაძე პირველ ორთაბრძოლას დაახლოებით 17:25 საათზე გამართავს.
მეოთხედფინალში გასასვლელად ბაზაძე ან ირანელ მოჰამად ფოტოუჰის, ან მექსიკელ ხიბრან სეას შეხვდება. წარმატების შემთხვევაში სანდრო 1/4-ფინალში უფრო გამოცდილ ეგვიპტელებს, მე-15 ნომრით განთესილ ადჰამ მოატაზის ან მე-18 ნომერ მოჰამედ ამერის დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ ლონდონის, რიოსა და ტოკიოს ოლიმპიადების ჩემპიონს, უნგრელ არონ სილაგის სანდრო, შესაძლოა, ფინალში გასასვლელად შეხვდეს.