პარიზი 2024 | მოცურავე ანა ნიჟარაძეს ოლიმპიური დებიუტი ექნება #1TVSPORT
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე „ლა დეფენს არენა“ ქალთა 100 მ. ბატერფლაის დისციპლინას უმასპინძლებს, სადაც ქართველი ანა ნიჟარაძე ასპარეზობს.
16 სპორტსმენი, ვინც საუკეთესო დროს აჩვენებს, ნახევარფინალში გადავა, რომელიც დღესვე, 22:30 საათიდან გაიმართება.
ანა ნიჟარაძე პარიზის ოლიმპიადაზე ე.წ. „ვაილდ ქარდით“ მოხვდა.