პარიზი 2024 | მამაკაცთა შორის ფეხბურთის ტურნირზე მეოთხედფინალური ეტაპის ყველა წყვილი ცნობილია #1TVSPORT
პარიზი 2024 | მამაკაცთა შორის ფეხბურთის ტურნირზე მეოთხედფინალური ეტაპის ყველა წყვილი ცნობილია #1TVSPORT

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მამაკაცთა შორის ფეხბურთის ტურნირის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და მეოთხედფინალური ეტაპის ყველა წყვილი ცნობილი გახდა.

პლეი ოფის პირველი რაუნდის საგზური – საფრანგეთის, აშშ-ის, მაროკოს, არგენტინის, ეგვიპტის, ესპანეთის, იაპონიისა და პარაგვაის ნაკრებებმა მოიპოვეს.

მეოთხედფინალური ეტაპის წყვილები:

საფრანგეთი – არგენტინა
ეგვიპტე – პარაგვაი
მაროკო – აშშ
იაპონია – ესპანეთი

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ფეხბურთში მეოთხედფინალის მატჩები 2 აგვისტოს ჩატარდება.