ზაფხულის ოლიმპიადაზე მამაკაცთა შორის ფეხბურთის ტურნირის ყველა მონაწილე გუნდი გარკვეულია. შეჯიბრება 24 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.
საფეხბურთო ტურნირის ბოლო მონაწილე გვინეის ნაკრები გახდა, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპზე ინდონეზია 1:0 დაამარცხა.
პარიზის ოლიმპიადის წილისყრა 20 მარტს გაიმართა და გუნდები ჯგუფებში ასე გადანაწილდნენ:
A ჯგუფი: საფრანგეთი, აშშ, ახალი ზელანდია, გვინეა.
B ჯგუფი: არგენტინა, მაროკო, უკრაინა, ერაყი.
C ჯგუფი: ესპანეთი, ეგვიპტე, დომინიკის რესპუბლიკა, უზბეკეთი.
D ჯგუფი: პარაგვაი, მალი, ისრაელი, იაპონია.
შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ფეხბურთში ოქროს მედალი ბრაზილიის ნაკრებმა მოიპოვა.