პარიზი 2024 | ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები ოლიმპიური ჩემპიონია #1TVSPORT
პარიზი 2024 | ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები ოლიმპიური ჩემპიონია #1TVSPORT

პარიზის ოლიმპიური თამაშების ფინალში ერთმანეთს მასპინძელი საფრანგეთი და ესპანეთი დაუპირისპირდნენ. უხვგოლიანი, დრამატული და სანახაობრივი მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 5:3 დასრულდა.

ანგარიში მე-11 წუთზე ფრანგებმა გახსნეს, მაგრამ შემდეგ ესპანელები გააქტიურდნენ და მატჩის პირველ ნახევარში სამი გოლი გაიტანეს (18; 25; 28). ესპანეთის ნაკრები შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდა.

თუმცა მეორე ტაიმში ფრანგებმა თამაშში დაბრუნება მოახერხეს – 79-ე წუთზე გატანილი გოლით ანგარიში 3:2 გახდა.

ძირითადი დროის მიწურულს კი ესპანელების კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ფრანგებმა ზუსტად შეასრულეს და ანგარიში გაათანაბრეს – 3:3. გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო გახდა საჭირო.

დამატებით დროში ისევ ესპანელებმა იმარჯვეს და ზუსტად მე-100 წუთზე ფრანგების კარი აიღეს, 120+2-ზე კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს – 5:3.

„ფურია როხას“ ტრიუმფი გრძელდება – ესპანელები ამჯერად ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ.