პარიზი 2024 | ძიუდოს ტურნირის მეორე დღეს ოქროს მედლები ჰიფუმი აბემ და დიორა კელდიოროვამ მოიპოვეს #1TVSPORT
პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოს ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღე დასრულდა. მამაკაცთა შორის -66კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი იაპონელმა ჰიფუმი აბემ მოიპოვა, ხოლო ქალთა შორის -52კგ წონაში – უზბეკმა დიორა კელდიოროვამ.
აბემ ფინალში ბრაზილიელი ვილიან ლიმა იპონით დაამარცხა. ბრინჯაოს მედლების მფლობელები კი ყაზახი ყირგიზბაიევი და მოლდოველი ვიერუ გახდნენ. იაპონელმა ძიუდოისტმა ოლიმპიური თამაშები ზედიზედ მეორედ მოიგო.
ქალთა შორის ფინალურ შეხვედრაში მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა, კელდიოროვამ კოსოვოელ დისტრია კრასნიჩს სძლია. ბრინჯაოს მედლები ბრაზილიელ ლარისა პიმენტას და ფრანგ ამანდინ ბუშარს დარჩათ.
ხვალ ძიუდოს ტურნირზე მამაკაცები – -73კგ, ხოლო ქალები 56კგ წონით კატეგორიებში გამოვლენ. საქართველოს სახელით ოლიმპიადაზე ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი იასპარეზებენ.