პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს „უაილდ ქარდით“ მიწვეული 18 წლის ნოე ფანცხავა 100 მეტრ დისტანციაზე გულაღმა ცურვის დისციპლინაში იასპარეზებს.
ქართველი სპორტსმენის მიზანია საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვა და 16 საუკეთესოში მოხვედრა.
წინასწარი გაცურვები 13:00 სააიდან დაიწყება, ნახევარფინალები კი 23:37-დან გაიმართება.