ჩელსის ნახევარმცველი, ბრაზილიელი ვილიანი შესაძლოა ფრანგულ პარი სენ-ჟერმენში გადავიდეს.
როგორც „სქაი სპორტსი“ (Sky Sports) იტყობინება, დედექალაქელები ძალიან დაინტერესებულები არიან ლონდონელთა ბრაზილიელი ნახევარმცველით. წყაროს ცნობით, პარიზელებმა უკვე გაამზადეს 50 მილიონი ევრო 30 წლის ფეხბურთელის შასაძენად.
ფრანგულ კლუბს ვილიანით სურს ტრამვირებული ნეიმარის შეცვლა, მაგრამ ჩელსის ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს ბრაზილიელის გაყიდვა, რომელსაც კლუბთან 2020 წლამდე აქვს კონტრაქტი.