საფრანგეთის ჩემპიონი „პარი სენ-ჟერმენი“ დაინტერესებულია „ბარსელონას“ ფორვარდ ანტუან გრიზმანის შეძენით.
ესპანური გამოცემა „სპორტის“ ინფორმაციით, ფრანგული კლუბის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ ფეხბურთელის გარემოცვას, რათა გაიგონ მისი აზრი შესაძლო ტრანსფერზე და მის რეალურ სიტუაციაზე კატალონიის დედაქალაქში.
აღვნიშნავთ, რომ სატრანსფერო ფანჯარა ლიგა 1-ში 9 ივლისს დაიხურება.
გრიზმანი „ბარსელონაში“ 2019 წელს გადავიდა „ატლეტიკოდან“. ამ სეზონში მან 43 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 14 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი პასი შეასრულა.