100-პროცენტიანი მაჩვენებლით აგრძელებს ლიდერობას საფრანგეთის ჩემპიონატში „პარი სენ-ჟერმენი“. პარიზული კლუბი მე-14 ტურში შინ „ტულუზას“ წინააღმდეგ ნეიმარისა და კილიან მბაპეს გარეშე თამაშობდა, რომლებმაც ტრავმები სანაკრებო მატჩებში მიიღეს.
ლიდერთა დუეტის არყოფნაში, პსჟ-ს გამარჯვება მოუტანა ედინსონ კავანიმ – მან მატჩში ერთადერთი გოლი მეცხრე წუთზე გაიტანა და თავის გუნდს 1:0 მოაგებინა.
„პარი სენ-ჟერმენს“ 14 ტურში 14 მოგება აქვს და მეორე ადგილთან უპირატესობა 15 ქულას შეადგენს.