პარი სენ-ჟერმენმა ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო, კავანიმ დუბლი შეასრულა
„პარი სენ-ჟერმენი“ მეოთხე ფრანგული კლუბი გახდა, რომელმაც ქვეყნის უმაღლესი დივიზიონის პირველი შვიდი მატჩიდან შვიდივე მოიგო.
ბოლო მატჩში, რომელიც ქვეყნის ჩემპიონებმა შინ „რეიმსის“ წინააღმდეგ გამართეს, ანგარიში სტუმრებმა გახსნეს – თავი ქსავიერ შავალრენმა მეორე წუთზე გამოიჩინა.
პარიზელებმა გათანაბრება მალევე, სამ წუთში მოახერხეს, როდესაც ედინსონ კავანიმ გაიტანა. პირველ ტაიმში მასპინძლებმა კიდევ ორჯერ შეძლეს მეტოქის კარის აღება – ჯერ ნეიმარმა შეასრულა ტერთმეტმეტრიანი, შემდეგ კი ისევ კავანიმ შეარხია რეიმსის კარის ბადე.
მეორე ტაიმში, მატჩის 55-ე წუთზე, ტომას მენიემ ერთიც დაუმატა და ლიდერებმა 4-1 მოიგეს.
„ოლიმპიკ ლილუა“, „ლილი“ და „მონაკო“ არიან ის გუნდები, რომლებმაც წარსულში ასევე მოახერხეს პირველი შვიდი მატჩიდან შვიდივეს მოგება.
ერთადერთი მარცხი, რომელიც პარიზულმა გუნდმა ამ სეზონში იწვნია, ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში, ლივერპულში 2-3 წაგება იყო.