„პარი სენ-ჟერმენმა“ ოფიციალურად გამოაცხადა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ მთავარ მწვრთნელთან თომას ტუხელთან. ახალი ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
„ბედნიერი ვარ და ვამაყობ „პარი სენ-ჟერმენში“ ყოფნით. მადლობა პრეზიდენტსა და კლუბს ნდობისთვის, რომელიც კიდევ უფრო ამყარებს ჩემს სურვილსა და მონდომებას – უმაღლეს მწვერვალზე ავიყვანო გუნდი. ასევე მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა ჩემთვის „პარი სენ-ჟერმენის“ ფანების მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, ყველაზე საუკეთესო ჩვენს გუნდს ჯერ წინ აქვს“, – განაცხადა ტუხელმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.
გერმანელი სპეციალისტი „პარი სენ-ჟერმენს“ 2018 წლიდან წვრთნის. 45 წლის ტუხელის ხელმძღვანელობით, პარიზელებმა ამ სეზონში ჩემპიონატი და საფრანგეთის სუპერთასი მოიგეს.