პარი სენ-ჟერმენმა სტუმრად მოიგო, რომას პორტუსთან ბრძოლა ელის

01:58, 13.02.2019
MANCHESTER, ENGLAND - FEBRUARY 12:  Dani Alves of Paris Saint-Germain competes with Ander Herrera of Manchester Unite  during the UEFA Champions League Round of 16 First Leg match between Manchester United and Paris Saint-Germain at Old Trafford on February 12, 2019 in Manchester, England. (Photo by Robbie Jay Barratt - AMA/Getty Images)

დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ორი მერვედფინალური მატჩი.

მანჩესტერში, ოლდ ტრაფორდზე, ადგილობრივი იუნაიტედი პარი სენ-ჟერმენს მასპინძლობდა. მიუხედავად იმისა, რომ სტუმართა რიგებში ნეიმარი, კავანი და მენიე ტრავმების გამო არ თამაშობდნენ, პარიზელებმა მაინც მოახერხეს საკუთარი თამაშის ჩვენება და 2-0 გაიმარჯვეს, რითაც სერიოზული ნაბიჯი გადადგეს მეოთხედფინალისკენ. გოლები პრესნელ კიმპემბემ (53) და კილიან მბმაპემ (60) გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ მატჩი საკმაოდ დაძაბული და უხეში გამოდგა, რის გამო მსაჯმა 11-ჯერ ამოიღო ყვითელი ბარათი. აქედან პოლ პოგბას ორი ერგო, რაც ავტომატურად გაძევებას ნიშნავს. შედეგად, მანჩესტერელთა ფრანგი შემტევი მომდევნო მატჩს გამოტოვებს.

რაც შეეხება მეორე შეხვედრას, აქ რომა პორტუს მასპინძლობდა და მინიმალური ანგარიშით, 2-1 დაამარცხა მეტოქე. ნიკოლო ძანიოლომ დუბლი შეასრულა (70, 77), პორტუგალიელთა მხრიდან კი ერთი გოლი ადრიან ლოპესმა (79) გაქვითა.

განმეორებითი მატჩები პარიზსა და პორტუში 6 მარტს გაიმართება.

ხვალ კიდევ ორი მერვედფინალური დაპირისპირება დაიწყება: ლონდონში ტოტენჰემი დორტმუნდის ბორუსიას უმასპინძლებს, ამსტერდამში კი აიაქსი რეალ მადრიდს დაუხვდება.

მსგავსი