გასულ უქმეებზე „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის ჩემპიონატში „მარსელს“ შეხვდა და 3:0 მოიგო, მაგრამ ტრავმის გამო ნეიმარი დაკარგა. ახლა ბრაზილიელს ოპერაცია და ორთვიანი პაუზა ელოდება.
ოთხშაბათს პსჟ და „მარსელი“ საფრანგეთის თასის მეოთხედფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და პარიზელებმა ისევ 3:0 მოიგეს, მაგრამ კიდევ ერთი ლიდერი დაემტვრათ. „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ გამოაცხადა, რომ ფორვარდ კილიან მბაპეს აქილევსის მყესი აქვს დაზიანებული. ფეხბურთელმა შესვენებაზე ცვლილება მოითხოვა.
„მბაპეს აქილევსის მყესში ჩაარტყეს და მან შესვენებაზე შეცვლა გვთხოვა. იმედია, ტრავმა სერიოზული არ იქნება“,- განაცხადა ემერიმ.