იტალიის ჩემპიონის ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა, მატეა დე შილიომ, შესაძლოა, ჩემპიონატი შეიცვალოს, – იტყობინება ვებგვერდი Le10Sport.
წყაროს ცნობით, „პარი სენ-ჟერმენი“ იტალიელი მცველის შეძენას უკვე ამ ზამთარს აპირებს. უფრო მეტიც, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა დე შილიოს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მთავარ პრიორიტეტად ასახელებს.
27 წლის დე შილიოს კონტრაქტი „იუვენტუსთან“ 2022 წლის ივნისამდეა ძალაში. იტალიელის სატრანსფერო თანხად 14 მილიონი ევრო სახელდება.