„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველი ლეანდრო პარედესი იჯარის წესით „იუვენტუსში“ გადავიდა. ამის შესახებ პარიზულმა კლუბმა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაწერა.
იჯარა ძალაში იქნება 2023 წლის ზაფხულამდე. ასევე ტურინულ კლუბს ექნება არგენტინელი ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება იმ შემთხვევაში, თუ შესრულდება გარკვეული პირობები იტალიურ გუნდში მისი გამოსვლის შემდეგ.
პარედესი 2019 წლის იანვარში გადავიდა „პარი სენ-ჟერმენში“ 40 მილიონ ევროდ. ამ სეზონში მან სამ მატჩში მოასწრო მონაწილეობის მიღება და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.