„პარი სენ-ჟერმენმა“ მაურიციო პოჩეტინოს გაშვება გადაწყვიტა #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენი“ მზად არის გამოეთხოვოს გუნდის მთავარ მწვრთნელს მაურისიო პოჩეტინოს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ.
ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ თავის „ტვიტერში“ დაწერა, რომ პარიზული კლუბი უკვე მუშაობს ახალ მთავარ მწვრთნელთან კონტრაქტის გაფორმებაზე, თუმცა პოჩეტინოს შემცვლელის ვინაობა ჯერ არ დასახელებულა.
არგენტონელი სპეციალისტი „პარი სენ-ჟერმენს“ 2021 წლის იანვრიდან უდგას სათავეში. წელს გუნდმა ვადაზე ადრე მოიპოვა საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული, შარშან კი მოიგო ქვეყნის თასი და სუპერთასი.