„პარი სენ-ჟერმენმა“ მაგნეს აკლიუშის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკება წარმატებით დაასრულა #1TVSPORT

18:44, 31.07.2026

„პარი სენ-ჟერმენმა“ და „მონაკომ“ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, მაგნეს აკლიუშის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

გარიგების ყველა დეტალი უკვე დაზუსტებულია – პარიზელები ფრანგი შემტევის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს გადაიხდიან, თავად ფეხბურთელი კი დედაქალაქურ კლუბთან ექვსწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

აკლიუში „მონაკოს“ ღირსებას 2022 წლიდან იცავს. ამ დროის განმავლობაში მან გუნდის რიგებში 139 მატჩი ჩაატარა და თავი 23 გატანილი გოლით გამოიჩინა.

საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში აკლიუშიმ 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა – ის იყო გუნდის წევრი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

მსგავსი