„პარი სენ-ჟერმენმა“ იკარდის სანაცვლოდ „ინტერს“ 55 მილიონი შესთავაზა
„პარი სენ-ჟერმენი“ მაურო იკარდის შეძენასთან ახლოს არის, იტყობინება იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა სოციალური ქსელის საშუალებით.
არგენტინელი მილანის „ინტერს“ ეკუთვნის, თუმცა 2019 წლიდან პარიზულ გუნდში იჯარის წესით თამაშობს. როგორც ირკვევა, ფრანგებმა მილანელებს 55 მილიონი ევრო შესთავაზეს და იკარდისთან ოთხწლიანი კონტრაქტიც გამზადებული აქვთ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ არგენტინელი წელიწადში 10 მილიონ ევროს მიიღებს.
2019-20 წლების სეზონში იკარდიმ 20 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადახემა შეასრულა.