„პარი სენ-ჟერმანმა“ საშინაო არენაზე „გენგამი“ 9-0 დაამარცხა და საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში აქამდე პარიზელების სარეკორდო ანგარიში 8-0 იყო, რომელიც გასულ წელს დაფიქსირდა. მაშინ საფრანგეთის ჩემპიონებმა „დიჟონი“ გაანადგურეს.
რაც შეეხება პარიზელების რეკორდს ყველა ტურნირის გათვალისწინებით, ეს არის 10-0 – ანგარიში, რომელიც 1994 წელს, საფრანგეთის თასის მატჩში დაფიქსირდა. მაშინ „პსჟ“-მ დაბალი ლიგის „კოტ შოდი“ დაამარცხა.
„გენგამის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში ორი ჰეთ-თრიკი შესრულდა (კილიან მბაპე და ედინსონ კავანი), რასაც ნეიმარმა დუბლი დაუმატა და ერთიც ტომას მენიემ გაიტანა.