შვეიცარიის გენერალურმა პროკურატურამ „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტს ნასერ ალ-ხელაიფისა და ფიფა-ს ყოფილ გენერალურ მდივანს ჟერომ ვალიკეს ბრალი წაუყენა.
საქმე ეხება მსოფლიო ჩემპიონატებისა და კონფედერაციის თასების მატჩების ტრანსლაციების უფლებების გადაცემას სხვადასხვა მედიასაშუალებაზე.
შვეიცარიის გენერალური პროკურატურის (OAG) ვებგვერდი იუწყება, რომ ნასერ ალ-ხელაიფი და ჟერომ ვალიკე ტრანსლაციების უფლებების გადაცემაზე კორუფციულ გარიგებებში შედიოდნენ.