„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა მესის წასვლა დაადასტურა #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა მესის წასვლა დაადასტურა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ გამოაცხადა, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის 38-ე ტურის მატჩი „კლერმონის“ წინააღმდეგ ბოლო იქნება ლიონელ მესისთვის პარიზული კლუბის შემადგენლობაში.

„მე მხვდა წილად პატივი, ვყოფილიყავი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის მწვრთნელი. 3 ივნისს მისი ბოლო მატჩი იქნება „პარკ დე პრენსზე“. იმედია, მას გულშემატკივრები კარგად მიიღებენ“, – განაცხადა გალტიემ პრესკონფერენციაზე.

ბოლო ინფორმაციების თანახმად, მესი შეიძლება დაბრუნდეს „ბარსელონაში“ ან კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს.