„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი რასიზმის საქმეზე დააკავეს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი კრისტოფ გალტიე და მისი ვაჟი ჯონ ვალოვიჩ-გალტიე, რომელიც საფეხბურთო აგენტად მუშაობს, ქალაქ ნიცის პოლიციამ რასიზმთან დაკავშირებულ საქმეზე დააკავა, – იტყობინება გამოცემა RMC ადგილობრივ პროკურატურაზე დაყრდნობით.
პარასკევს ისინი დაიბარეს გამოკითხვაზე რასობრივი და რელიგიური დისკრიმინაციის საქმეზე, რის შემდეგაც ორივე დააპატიმრეს. სამართალდამცავებს აქვთ 24 საათი, რომლის განმავლობაშიც ისინი გალტიესა და მის ვაჟს ან გაათავისუფლებენ, ან ბრალს წაუყენებენ.
შეგახსენებთ, რომ ამა წლის აპრილში აგორდა სკანდალი გალტიეს იმ პერიოდის გამონათქვამებზე, როცა ის „ნიცაში“ მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. კერძოდ, მწვრთნელს მიაწერეს სიტყვები, რომ გუნდში „არ შეიძლება იყოს ასე ბევრი ფერადკანიანი და მუსლიმი“.