„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა სერხიო რამოსთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა სერხიო რამოსთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს #1TVSPORT

ესპანელი მცველის სერხიო რამოსის კარიერა „პარი სენ-ჟერმენში“ შეიძლება ისე დასრულდეს, რომ მან პარიზულ კლუბში ერთი მატჩიც ჩატარებაც ვერ მოასწროს.

35 წლის ფეხბურთელი არ გამოჩენილა მინდორზე მას შემდეგ, რაც „რეალიდან“ პსჟ-ში 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

როგორც გაზეთმა Le Parisien-მა დაწერა, „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა ესპანელთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს და ამის მიზეზი ტრავმით გამოწვეული პაუზის გაჭიანურებაა.

სერხიო რამოსს 2021 წლის მაისის შემდეგ არ ჩაუტარებია ოფიციალური მატჩი.