„პარი სენ-ჟერმენი“ ზაფხულში სერხიო რამოსს გამოემშვიდობება #1TVSPORT
„პასი სენ-ჟერენის“ მცველმა სერხიო რამოსმა, შესაძლოა, ზაფხულში პარიზული კლუბი დატოვოს, – იტყობინება გაზეთი Le Parisien.
წყაროს ცნობით, ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობამ აცნობა 36 წლის ფეხბურთელს, რომ მას ტრანსფერზე დააყენებენ ხშირი ტრავმიანობის გამო. სეზონის დიდი ნაწილი რამოსი ძირითადი შემადგენლობის მიღმა რჩებოდა.
ესპანელის კონტრაქტი პარიზელებთან 2023 წლის ივლისამდეა ძალაში, მაგრამ უკვე ამ ზაფხულს მზად არის მის გასაშვებად. თავად რამოსს სურს გუნდში დარჩენა და შემადგენლობაში მოსახვედრად ბრძოლა.