„პარი სენ-ჟერმენი“ ზაფხულში აპირებს გამოეთხოვოს სამ არგენტინელ ფეხბურთელს, – წერს გაზეთი „ეკიპი“. ლაპარაკია ანხელ დი მარიაზე, მაურო იკარდიზე და ლეანდრო პარედესზე.
ამასთან, არგენტინელი ფორვარდი ლიონელ მესი გუნდში დარჩება. მისი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივით.
როგორც აღნიშნავენ, დი მარია წავა იმის გამო, რომ მას კონტრაქტი ეწურება, თუმცა თავად ფეხბურთელს სურს „პარი სენ-ჟერმენში“ დარჩენა. იკარდის წასვლის მიზეზი ის არის, რომ მისი თამაში და არასპორტული სკანდალები არ აწყობს კლუბის ხელმძღვანელობას. რაც შეეხება პარედესს, მას გუნდის შიგნით უთანხმოება აქვს.
34 წლის დი მარიამ ამ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში 20 მატჩი ჩაატარა, რომელშიც სამი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. 29 წლის იკარდის 24 მატჩი და ოთხი გოლი დაუგროვდა, 27 პარედესს – 15 მატჩი, ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა.