„პარი სენ-ჟერმენს“ „ჩელსის“ შემტევის ვილიანის შეძენა სურს, – დაწერა გაზეთმა „დეილი მირორმა“ (Daily Mirror). 30 წლის ბრაზილიელის ყიდვით პირადად არის დაინტერესებული პარიზული კლუბის მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი.
პსჟ იანვარშიც ცდილობდა ვილიანის შეძენას, მაგრამ ტრანსფერის დეტალებზე მოლაპარაკება ვერ შეძლო. პარიზელებს შემდეგი მცდელობა ზაფხულში ექნებათ. ვილიანის კონტრაქტი „ჩელსისთან“ 2020 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. ფეხბურთელი 50 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
მიმდინარე სეზონში ვილიანმა 37 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, შვიდი გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი პასი შეასრულა.