„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელებს შორის სერიოზული უთანხმოება არსებობს, – ამის შესახებ წერს ფრანგული გაზეთი „ეკიპი“ (L’Equipe).
საფრანგეთის ჩემპიონის მოთამაშეები ორ მტრულ ბანაკად გაიყვნენ იმ კონფლიქტის გამო, რომელიც პარიზელთა მთავარ ვარსკვლავებს, ნეიმარსა და კილიან მბაპეს შორის არსებობს.
ახალგაზრდა ფრანგს ხელს არ აძლევს ბრაზილიელი ფორვარდის პრივილეგიები. როგორც იწერებიან, ვარჯიშების განრიგი მხოლოდ ნეიმარზეა აწყობილი. ასევე ბრაზილიელს აქვს ხმა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაში.
ირკვევა, რომ მბაპემ მიიღო პრესნელ კიმპემბესა და ტომა მონიეს მხარდაჭერა. ამ უკანასკნელს ასევე მიაჩნია, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა თვალს ხუჭავს სხვადასხვა ინციდენტზე ნეიმარის მონაწილეობით.