პარი სენ-ჟერმენი ნეიმარის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს
პარი სენ-ჟერმენი ნეიმარის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს

„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ სეზონისწინა პირველი ვარჯიშის გაცდენის გამო, ნეიმარის წინააღმდეგ შესაბამის ზომებს მიიღებს. 27 წლის ბრაზილიელი, რომლის „ბარსელონაში“ დაბრუნების თაობაზე ბოლო დროს საკმაოდ სარწმუნო ცნობები ვრცელდება, პარიზული კლუბის ბაზაზე ორშაბათს, 8 ივლისს უნდა დაბრუნებულიყო.

„პარი სენ-ჟერმენი აღნიშნავს, რომ დათქმულ დროსა და ადგილას ნეიმარი არ გამოცხადდა და ეს წინასწარი შეთანხმების გარეშე მოხდა“, – ნათქვამია კლუბის ოფიციალური განცხადებაში.

გაზეთ „პარიზიენთან“ (Le Parisien) მიცემულ ინტერვიუში, კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ შემდეგი განაცხადა:

„ნეიმარი დატოვებს გუნდს, თუ შემოთავაზება ყველას დააკმაყოფილებს. დღემდე „ბარსელონასთან“, ამის თაობაზე, ძალიან ზედაპირული კონტაქტი გვქონდა“.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა სამხრეთ ამერიკის სანაკრებო ტუნრირი, „კოპა ამერიკა“, ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა მისი მშობლიური ნაკრებისთვის ამას გაჩემპიონებაში ხელი არ შეუშლია.