„პარი სენ-ჟერმენმა“, შესაძლოა, უარი თქვას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას “ბარსელონას” ფორვარდის ლიონელ მესის შეძენის იდეაზე.
ფრანგული პრესის ცნობით, ამის მიზეზი არგენტინელის მაღალი სახელფასო მოთხოვნებია.
მესის ამჟამინდელი კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2021 წლის ზაფხულში იწურება. ამ ხელშეკრულების თანახმად, ფეხბურთელი კვირაში 500 ათას ფუნტს გამოიმუშავებს.
„პარი სენ-ჟერმენში“ მზად არ არიან ფეხბურთელისთვის ასეთი ხელფასის გადასახდელად, რადგან კლუბი კვლავაც ებრძვის კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ ფინანსურ კრიზისს. იმისთვის, რომ მესი პარიზულ კლუბში გადავიდეს, შემოსავლების შემცირებას უნდა დათანხმდეს.
აღვნიშნავთ, რომ 33 წლის არგენტინელის გადაბირებით ასევე „მანჩესტერ სიტია“ დაინტერესებული.
ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მესიმ 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 11 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.