„პარი სენ-ჟერმენი“ არ აპირებს უახლოეს მომავალში ფორვარდ კილიან მბაპეს გაყიდვას, – წერს „პარიზ იუნაიტედი“ (Paris United).
წყაროს ცნობით, ფრანგი პარიზული კლუბის ერთადერთი მოთამაშეა, რომლის გაყიდვას ვეტო დაადო პსჟ-ის მფლობელმა ნასერ ალ-ჰელაიფიმ.
ამ უკანასკნელს უნდა, რომ მბაპე დარჩეს გუნდში მინიმუმ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატამდე, რომელიც ყატარში გაიმართება. ამისთვის, პარიზელები ამზადებენ გაუმჯობესებულ ახალ კონტრაქტს მბაპესთვის, რათა შეძლონ მისი შენარჩუნება. კერძოდ, ფეხბურთელს შესთავაზებენ „პარი სენ-ჟერმენის“ ისტორიაში ყველა დიდ ხელფასს.
2019-20 წლების სეზონში მბაპემ პსჟ-ის რიგებში 31 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 27 გოლი გაიტანა და 17 შედეგიანი პასი შეასრულა.