„პარი სენ-ჟერმენი“ მბაპეს შემცვლელად კეინს მოიაზრებს
„პარი სენ-ჟერმენი“ მბაპეს შემცვლელად კეინს მოიაზრებს

„პარი სენ-ჟერმენმა“ სატრანსფერო გეგმების დასახვა დაიწყო იმ შემთხვევისთვის, თუ გუნდს დატოვებს ფორვარდი კილიან მბაპე.

პრესის ცნობით, 22 წლის ფეხბურთელის გადაბირებაზე ძირითადი კანდიდატი მადრიდის „რეალია“. მბაპეს კონტრაქტი პარიზელებთან 2022 წლის ზაფხულში იწურება.

გაზეთი „მირორი“ წერს, რომ პსჟ-ის მთავარი მწვრთნელს მაურისიო პოჩეტინოს თავის გუნდში „ტოტენჰემის“ ფორვარდის ჰარი კეინის ხილვა სურს, რომელთანაც ლონდონურ კლუბში მუშაობისას თანამშრომლობდა.

აღნიშნავენ, რომ პოჩეტინოსა და კეინს ძველებურად მეგობრული ურთიერთობა აქვთ და რეგულარულად წერენ ერთმანეთს სოციალურ ქსელში.