„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა 2020 წლის ოლიმპიადაზე ფორვარდ კილიან მბაპეს გაშვებას არ აპირებს.
France Bleu-ს ინფორმაციით, პარიზულმა კლუბმა ოფიციალური წერილი გააგზავნა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში. იქ წერია, რომ ფორვარდს ოლიმპიადაში მონაწილეობაზე ნებას არ დართავს.
აღნიშნავენ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ არ არის ვალდებული ფეხბურთელი თამაშებზე გაუშვას, რადგან ტურნირი არ შედის ფიფა-ს კალენდარში.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, 21 წლის მბაპე ტოკიოს ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთის ოლიმპიური ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანეს.
თავად ფეხბურთელი აცხადებს, რომ უნდოდა თამაშებში გამოსვლა, რადგან მისი ოცნებაა – ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ჩემპიონატისა და ოლიმპიადის მოგება.