„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობამ მილანის „ინტერთან“ მაურო იკარდის ტრანსფერი შეათანხმა. ამ ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს.
როგორც ირკვევა, პარიზელები არგენტინელში 50 მილიონ ევროს გადაიხდიან და, გარდა ამისა, შეთანხმება შვიდმილიონიან ბონუსსაც გულისხმობს. როგორც დი მარციო მიიჩნევს, აქედან ოთხი მილიონი მილანელებს ფაქტობრივად გარანტირებული აქვთ, ხოლო დარჩენილი სამი მილიონის მიღება მათ საკმაოდ გაუჭირდებათ.
მაურომ უკვე მოაწერა ხელი კონტრაქტს „პარი სენ-ჟერმენთან“ და ფრანგები მზად არიან მას წელიწადში 10 მილიონი ევრო გადაუხადონ.