ტურინის „იუვენტუსის“ მცველ მატია დე შილიოთი „პარი სენ-ჟერმენი“ დაინტერესდა.
27 წლის იტალიელს ტურინულ გრანდში საკმარისი სათამაშო დრო არ გააჩნია და პარიზელებს მისი შეძენა ზაფხულში ზურთ. „პსჟ“-ს ფეხბურთელში „იუვენტუსისთვის“ 15 მილიონი ევროს შეთავაზება შეუძლია, – იტყობინება გამოცემა „პარიზიენი“ (Le Parisien).
მიმდინარე სეზონზე დე შილიოს ექვს მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომლებშიც არც გოლი გაუტანია და არც შედეგიანი გადაცემით გამორჩეულა.