„პარი სენ-ჟერმენი“ ამერიკელი ფეხბურთელით ინტერესდება
„პარი სენ-ჟერმენი“ ამერიკელი ფეხბურთელით ინტერესდება

„პარი სენ-ჟერმენი“ ამსტერდამის „აიაქსის“ ამერიკელი მცველით, სერჟინიო დესტით დაინტერესდა. ამ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა „ფრანს ფუტბოლი“ ავრცელებს. წყაროს ინფორმაციით, პარიზული გრანდი ტომა მენიეს შემცვლელს ეძებს, რადგან ეს უკანასკნელი უახლოეს მომავალში აპირებს გუნდის დატოვებას. ჰოლანდიელები დესტს 20 მილიონ ევროდ აფასებენ.

რამდენიმე ხნის წინ ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ახალგარზდა ამერიკელით „ბარსელონა“ და „ბაიერნი“ არიან დაინტერესებულნი.

გასულ სეზონში დესმტა 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.