პარედესი პსჟ-დან „იუვენტუსში“ გადადის #1TVSPORT
პარედესი პსჟ-დან „იუვენტუსში“ გადადის #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველმა ლეანდრო პარედესმა პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა „იუვენტუსთან. ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ.

კონტრაქტის დეტალები უცნობია. ახლა, ტურინული კლუბი პსჟ-ს უნდა მოელაპარაკოს, რომელიც არგენტინელ ფეხბურთელში 15 მილიონ ევროს ითხოვს.

გასულ სეზონში პარედესმა 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. 27 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი პარიზულ კლუბთან 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.