ფიფას წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის ჯილდოს ლეო მესისთვის გადაცემის თაობაზე „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ კომენტარი გააკეთა.
„ლეო მესის დიდ პატივ ვცემ, თუმცა ამ ჯილდოს რონალდო უფრო იმსახურებდა. პორტუგალიელმა „იუვენტუსთან“ ერთად სერია ა და სუპერ თასი, ხოლო ნაკრებთან ერთად ერთა ლიგის მოგება მოახერხა. ვფიქრობ, ეს საკმარისი მეტი მიზეზებია, რათა პრიზი კრიშტიანოსთვის გადაეცცათ“, – განაცხადა პარატიჩიმ.