პარასროლა | ვლადიმერ ჭინჭარაულმა პარიზის პარალიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე ტყვიის სროლაში (50 მეტრიდან შაშხანით) ვლადიმერ ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მან წინასწარი ეტაპი მეექვსე ადგილზე დაასრულა და ფინალში სრულის უფლება მიიღო, სადაც გაცილებით შედეგიანად გამოვიდა და ვერცხლს დაეუფლა. ჩემპიონი სერბი დრაგან რისტიჩი გახდა. მან საბოლოოდ 250.2 ქულა მოაგროვა, ხოლო ჭინჭარაულის შედეგი 248.2 ქულა იყო. მესამე ადგილზე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ტიმ ჯეფრი გავიდა.
შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე ექვსი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში, ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე და ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი დაეუფლნენ. ვლადიმერ ჭინჭარაულმა კი ქართული დელეგაციის მონაგარს ვერცხლის მედალი შემატა.