ლეგენდარული მიხაელ შუმახერის ვაჟს – მიკ შუმახერს პარაკევს დებიუტი ექნება ფორმულა 1-ის ბოლიდის საჭესთან. ეს მოხდება ტოსკანას გრანპრის თავისუფალი პრაქტიკის დროს, – გამოაცხადა გერმანულმა ტელეკომპანია RTL-მა.
21 წლის შუმახერი „ფერარის“ ახალგაზრდული პროგრამის წევრია და ფორმულა 2-ში „პრემას” გუნდის ღირსებას იცავს.
ჯერჯერობით უცნობია, რომელი გუნდის ბოლიდით გამოვა „მუჯელოს“ ტრასაზე უმცროსი შუმახერი – ეს იქნება „ალფა რომეო“ ან „ჰაასი“.
მიკ შუმახერი ფორმულა 2-ში მეორე სეზონია გამოდის. გასულ უქმეებზე მან ამ სერიაში პირველი გამარჯვებას მიაღწია და საერთო ჩათვლაში მეორე ადგილზე გადავიდა.
უფრო ადრე, „ფერარის“ პრეზიდენტმა მატია ბინოტომ განაცხადა, რომ მიკ შუმახერს, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში ჰქონდეს დებიუტი ფორმულა 1-ში.