პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი ვახტანგ ახობაძე ქუთაისის „ტორპედოს“ ესტუმრა #1TVSPORT
პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი, ვახტანგ ახობაძე, Nomad Sports-ის მხარადჭერით, ქუთაისის „ტორპედოს“ ესტუმრა, ფეხბურთელები და შოტლანდიელ მწვრთნელი სტივ კინი გაიცნო და სამახსოვრო ფოტოების გადაღების შემდეგ გუნდისგან საჩუქრებიც მიიღო – მათ შორის, „ტორპედოს“ 22-ნომრიანი მაისური.
მსოფლიო ჩემპიონმა „ტორპედოსადმი“ განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდს ბავშვობიდან მხურვალედ გულშემატკივრობს, მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნება მოთამაშეების გაცნობა იყო, საყვარელ ფეხბურთელად კი „ტორპედოსა“ და საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი მალხაზ ასათიანი დაასახელა.
„რატომ ავირჩიე 22-ნომრიანი მაისური? მალხაზ ასათიანს ქუთაისის „ტორპედოში“ დებიუტი სწორედ ამ ნომრით ჰქონდა“, – თქვა ვახტანგ ახობაძემ.