პარალიმპიადა 2020 | ირმა ხეცურიანმა რაპირით გამოსვლა მეოთხედფინალში დაასრულა #1TVSPORT
28 აგვისტოს ტოკიოს პარალიმპიადაში რაპირით ასპარეზობაში სამი ქართველი პარამოფარიკავე ჩაერთო.
გვანცა ზადიშვილმა ჯგუფური ეტაპის ბარიერი ვერ დაძლია, ხოლო ირმა ხეცურიანი და ნინო თიბილაშვილი 1/8 ფინალში გავიდნენ, სადაც ნინო ჩინელ რონგთან 8:15 დამარცხდა.
რაც შეეხება ხეცურიანს, მან ბრაზილიელ მონიკა სანტუშს სძლია (15:7) და 1/4 ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. მისი მოწინააღმდეგე შეჯიბრების ფავორიტი ბიატრის მარია ვიო იყო, რომელთანაც ირმამ 6:15 დათმო და მედლისთვის ბრძოლა ვეღარ განაგრძო.
ქართველი პარამოფარიკავეები 29 აგვისტოს გუნდური ტიტულისთვის ბრძოლაში ჩაერთვებიან.