პარაძიუდო | ზურაბ ზურაბიანი პარიზის პარალიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონია #1TVSPORT
პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების პარაძიუდოს ტურნირზე ზურაბ ზურაბიანმა (60 კგ. კატეგორია J2) ვერცხლის მედალი მოიპოვა – ქართველი ფინალში უზბეკ შერზოდ ნამაზოვს დაუპირისპირდა და ვაზარით დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე ხუთი მედალია – ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში (ბირთვის კვრა) გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედლები ზურაბ ზურაბიანმა და პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე და ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი დაეუფლნენ.