პარაძიუდო | პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე ზურაბ ზურაბიანი ნახევარფინალში გავიდა #1TVSPORT
პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების პარაძიუდოს ტურნირზე ზურაბ ზურაბიანმა (60 კგ. კატეგორია J2) მეოთხედფინალში ჩილელი ერერა დაამარცხა და შეჯიბრების ნახევარფინალში გავიდა. ფინალური საგზურისთვის ზურაბიანის მეტოქე ალჟირელი იშაკ ოლდკუიდერი იქნება.
წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე შვიდი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში (ბირთვის კვრა) გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედალი პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა მოიპოვა, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე და ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი დაეუფლნენ.