პარაძიუდო | პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე ზურაბ ზურაბიანი ფინალშია #1TVSPORT
პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების პარაძიუდოს ტურნირზე ზურაბ ზურაბიანმა (60 კგ. კატეგორია J2) ნახევარფინალში ალჟირელი იშაკ ოლდკუიდერი დაამარცხა და ფინალში უზბეკ შერზოდ მანოზოვს დაუპირისპირდება.
პარაძიუდოს ტურნირზე ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე შვიდი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში (ბირთვის კვრა) გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედალი პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა მოიპოვა, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე და ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი დაეუფლნენ.