პარაძიუდო | პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე ლაშა ყიზილაშვილმა პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე პარაძიუდოისტმა ლაშა ყიზილაშვილმა (90 კგ – J2) პირველი გამარჯვება მოიპოვა – ქართველმა პარასპორტსმენმა ყაზახ შმაგულულის იპონით მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ლაშას მეტოქე ფრანგი პარაძიუდოისტი იქნება.
დღეს პარალიმპიადზე გამომსვლელი მეორე ქართველი რევაზ ჩიკოიძე (+90 კგ – J2) ტურნირზე ასპრეზობას რამდენიმე წუთში დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე შვიდი მედალია. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედლები პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა, პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა და გიორგი ქალდანმა მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე, ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი და პარაძიუდოისტი ინა ქალდანი დაეუფლნენ.