პარაძიუდო | პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე დღეს ზურაბ ზურაბიანი გამოვა #1TVSPORT
პარაძიუდო | პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე დღეს ზურაბ ზურაბიანი გამოვა #1TVSPORT

პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე დღეს შეჯიბრი პარაძიუდოში დაიწყება. ტურნირზე საქართველოს ნაკრები ხუთი პარასპორტსმენით გამოვა.

საქართველოს ღირსებას ძიუდოს ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს ზურაბ ზურაბიანი (60 კგ. კატეგორია J2) დაიცავს, რომელიც ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე ჩილელი იოჰან ერერა იქნება. ქართველი პარიზი 2024-ზე მესამე ნომრად არის განთესილი.

წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე შვიდი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში (ბირთვის კვრა) გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედალი პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა მოიპოვა, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე და ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი დაეუფლნენ.