პარაძიუდო | ლაშა ყიზილაშვილმა პარალიმპიადაზე გამოსვლა მედლის გარეშე დაასრულა #1TVSPORT
პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ლაშა ყიზილაშვილი (90 – J2) უზბეკ დავურკონ კარომატოვთან დამარცხდა და ტურნირი მედლის გარეშე დაასრულა.
დღეს გამომსვლელმა მეორე პარაძიუდოისტი, რევაზ ჩიკოიძე (+90 კგ – J2) ფინალში თურქ იბრაჰიმ ბოლუკბასს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე შვიდი მედალია. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედლები პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა, პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა და გიორგი ქალდანმა მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე, ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი და პარაძიუდოისტი ინა ქალდანი დაეუფლნენ.