პარაძიუდო | ლაშა ყიზილაშვილი პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს #1TVSPORT
პარაძიუდო | ლაშა ყიზილაშვილი პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს #1TVSPORT

პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ლაშა ყიზილაშვილმა (90 – J2) რეპეშაჟში ბრიტანელი მოლოი იპონით დაამარცხა და ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. მისი მეტოქე უზბეკი დავურკონ კარომატოვი იქნება.

დღეს გამომსვლელმა მეორე პარაძიუდოისტმა, რევაზ ჩიკოიძემ ​(+90 კგ – J2) ნახევარფინალში ყაზახ შუკურბეკოვს იპონით სძლია და ტურნირის ფინალში გავიდა – ოქროს მედლისთვის ქარველის მეტოქე თურქი ბოლუკბასი იქნება.

ფინალური ბლოკი 17:30 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე შვიდი მედალია. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედლები პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა, პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა და გიორგი ქალდანმა მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე, ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი და პარაძიუდოისტი ინა ქალდანი დაეუფლნენ.